პროექტის სახელი: სტატისტიკა,დიაგრამები და თანამედროვეობა
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეები დაეუფლონ ინფორმაციის მოგროვებას, გადამუშავებას და შესაბამისი დიაგრამების აგებას.
პროექტის სრული აღწერა: კლასი იყოფა ოთხ ჯგუფად, რომელთაც მიეცემათ დავალებები:
I ჯგუფი: დააკვირდნენ ტემპერატურის ცვლილებას ორი თვის განმავლობაში და გამოსახონ დიაგრამით თვეების ყველაზე ცხელი დღისა და ყველაზე ცივი დღის ტემპერატურების ურთიერთშედარება.
II ჯგუფი: აღწერონ კლასის მოსწავლეთა მოძრაობა ზაფხულის ამ თვეების განმავლობაში და გააკეთონ ანალიზი ორი თვის მონაცემების საფუძველზე.
III ჯგუფი: შეისწავლო სკოლის ყველა კლასში გოგონებისა და ბიჭების შემადგენლობა და გამოსახონ დიაგრამით შესაბამისი მდგომარეობა.
IV ჯგუფი: შეისწავლონ კლასის აკადემიური მოსწრება და გამოსახონ წლიური შედეგების საფუძველზე და დააფიქსირონ კლასელების აკადემიური მოსწრების დინამიკა.
ეძლევა საერთო დავალება ყველა ჯგუფს. მათთვის საინტერესო თემას ირჩევენ პარალელულად. ასრულებენ შესაბამის დავალებას.
მონაწილეთა ასაკი: 14- 15 წ.
ვადები\ ხანგრძლივობა:აგვისტო–სექტემბერი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფებში მოსწავლეები ახდენენ მიცემული დავალებების ირგვლივ ინფორმაციის მოგროვებას, გადამუშავებას, აზრთა ურთიერთგაცვლას კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით დაგროვილი ინფორმაციის საფუძველზე ადგენენ პრეზენტაციებს და აცნობენ დაინტერესებულ საზოგადოებას.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დაეუფლებიან მათთვის საჭირო მასალის ირგვლივ ინფორმაციის შეგროვებას, გაანალიზებას, გადამუშავებას და დიაგრამების საშულებით მათ წარმოდგენას. ეჩვევიან ურთიერთთანამშრომლობას, აქტუალური საკითხების გამორჩევას, საზოგადოების წინაშე საკუთარი აზრის გამოხატვას და დაცვას.
სარგებელი სხვებისათვის: ხელმისაწვდომი იქნება გარკვეული მონაცემები სკოლის საზოგადოების დანარჩენი ნაწილისათვის. ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ურთიერთობას გეოგრაფიის, მათემატიკის და მოსწავლეთა არჩევანის შემათხვევაში სხვა სასწავლო დისციპლინებთან.
პროექტის ფასილიტატორი: ცირა ვარდიძე
No comments:
Post a Comment